LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეჭვი მიჩნდება, “ქართული მარშის” აქციები ხელისუფლების მართულია – ნიკა მელია

113

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ნიკა მელია, არ გამორიცხავს, მიწების გასხვისების საკითხთან დაკავშირებით “ქართული მარშის” დაგეგმილი აქციები ხელისუფლების მართული იყოს და მთავარი საკითხებიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდეს.

“სხვადასხვა ინტერესებია, ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიები, სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელი გაერთიანებებია, მათ ბუნებრივია აქვთ აქციები მანიფესტაციები გამართონ, თუმცა, ეჭვი მიჩნდება, საკმაოდ საფუძვლიანი, რომ ეს ყველაფერი მართულია ისევ და ისევ ხელისუფლების მხრიდან, რომ აქცენტები სხვა საკითხებზე გადაიტანონ, სხვა საკითხებს მიაპყრონ საზოგადოების ყურადღება, რომელიც მეასე და ალბათ მეორასე ხარისხოვანია,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები