LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი ათწლეულის არტისტად დაასახელეს

236
stream-img

ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრ ინგლისელ მომღერალს, სიმღერების ავტორს და მუსიკალურ პროდიუსერს,  ჩარტების ერთპიროვნულ ლიდერს, უამრავი ჯილდოს მფლობელ ედ შირანს კიდევ ერთი წოდება დაემატა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ედ შირანი ბრიტანეთის ათწლეულის, 2010-2019 წლის არტისტად დასახელდა.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გვერდში მედგა და მგულშემატკივრობდა“, – აცხადებს ვარსკვლავი
შეგახსენებთ, მომღერლის, მსგავსი მასშტაბების უკანასკნელი მიღწევა, Spotify-ის მიერ მინიჭებული, დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული არტისტის ტიტული იყო.

მისი კომპოზიცია Shape Of You 4,5 მილიონი ასლით2010 წლის ყველაზე პოპულარული ჰიტი გახდა, რომელმაც ჩარტებში პირველ ადგილზე 14 კვირა დაჰყო.

რაც შეეხება ათწლეულის სინგლებს, ათეულის სიის სათავეში  ედ შირანის ჰიტი Shape Of You-ია მოქცეული,  სიაში ასევე ფარელ უილიამსის Happy, ჯონ ლეჯენდის all of me და ჯასტინ ბიბერის sorry მოხვდნენ.

თწლეულის ყველაზე პოპულარული ალბომების სათავეში ადელის ალბომი 21 მოექცა. სიაში ასევე წარმოდგენილია მაიკლ ბუბლეს Cristmas, ჯგუფ Take that-ის Progress და სემ სმიტის In the lonely Hour

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები