ჟურნალ Heat magazine-ის მიხედვით, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი ედ შირანი ყველაზე მდიდარ, 30 წლის ბრიტანელ მუსიკოსად დასახელდა. მისი ქონება 170 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ამის შესახებ ,,ბიბისი” წერს.
ედ შირანის 5 ყველაზე სახასიათო კლიპი, რომელსაც „იუთუბზე" მილიარდობით ნახვა აქვს (ვიდეო)
„ფორტუნა პლუსი" ედ შირანის ყველაზე სახასიათო ვიდეოკლიპებს გთავაზობთ
მას დანიელ რეტკლიფი 90 მილიონი ფუნტი სტერლინგით მოჰყვება, შემდგე პოზიციაზე კი ჰარი სტაილსია 64 მილიონი ფუნტი სტერლინგით.
ცნობისთვის, გასულ წელს, ყველაზე მდიდარი, 30 წლამდე ვარსკვლავების სიის სათავეში ადელი იყო მოქცეული, რომლის ქონებაც 147 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
შეგახსენებთ, ედ შირანმა თავისი სადებიუტო ალბომი 2011 წელს გამოუშვა. 2012 წელს მუსიკოსმა Brit Awards-ის ჯილდო მოიპოვა, როგორც წლის საუკეთესო მამაკაცმა სოლო შემსრულებელმა და წლის აღმოჩენამ. შირანი აგრეთვე Debrett’s-ის ბრიტანეთის 2017 წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში მოხვდა.