LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი და ჩერი სიბორნი პირველ შვილს ელოდებიან

483
1-MAP-CHP-110820ed-sheeran-expecting-baby--8087ed-sheeran-expecting-baby-JPG

2019 წლის ბოლოს, 29 წლის პოპ-მომღერალმა ედ შირანმა შემოქმედებითი პაუზა აიღო. საზოგადოება გაოცებული იყო მუსიკოსის გადაწყვეტილებით, თუმცა ახლა ყველაფერი გასაგებია. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ დეკადის მომღერლად აღიარებული შირანი და მისი მეუღლე, ჩერი სიბორნი პირველ შვილს ელოდებიან. ჩერის ორსულობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როგორც ჩანს, აღნიშნული მოვლენის დამალვაში წყვილს პანდემიის პერიოდი დაეხმარა. უკვე სულ რამდენიმე კვირაში მათ პირველი შვილი შეეძინებათ. სქესი ჯერჯერობით უცნობია.

„ედი და ჩერი სიხარულისგან მეცხრე ცაზე არიან, თუმცა ყველაფერს საიდუმლოდ ტოვებენ“, – აცხადებს წყვილთან დაახლოებული პირი.

შეგახსენებთ, ედ შირანი და ჩერი სიბორნი 2018 წელს დაქორწინდნენ, თუმცა წყვილს დიდხნიანი ნაცნობობა აკავშირებთ, ისინი თანაკლასელები იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები