29 წლის მუსიკოსი ედ შირანი და მისი მეუღლე, 27 წლის ჩერი სიბორნი მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ლაირა ანტარქტიკა დაარქვეს. საინტერესოა, რომ ჩერის ორსულობის შესახებ სულ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რადგან წყვილი ორსულობის ფაქტს არ ასაჯაროებდა.
ედ შირანი და ჩერი სიბორნი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, ისინი სკოლაში ერთად სწავლობდნენ. სკოლის დასრულების შემდეგ, წყვილი დაშორდა. ურთიერთობა მათ 2018 წელს განაახლეს.