ედ შირანი და ჩერი სიბორნი დაქორწინდნენ. გაირკვა, რომ ქორწილს, რომელიც გასული წლის აგვისტოში, სუფოლკის საგრაფოში მედიისთვის საიდუმლოდ გაიმართა, მხოლოდ 40-მდე სტუმარი ესწრებოდა.
მართალია, წვეულების ამსახველი ფოტოები ქსელში ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ინსაიდერის თქმით, საღამოს ტეილორ სვიფტიც ესწრებოდა.
როგორც ჩანს, 28 წლის შემსრულებელმა 26 წლის რჩეულთან ურთიერთობის დაკანონება მალევე გადაწყვიტა, რადგან ისინი შარშან იანვარში დაინიშნენ.
შეგახსენებთ, რომ ედ შირანისა და ჩერი სიბორნის სიყვარულის ისტორია სტარტს ღრმა ბავშვობიდან იღებს, თუმცა მათი რომანი 2015 წელს გაჩაღდა.