ედ შირანის სიმღერები უკვე დიდი ხანია მთელი მსოფლიოს წამყვანი ჩარტების ლიდერ პოზიციებს იკავებს, თავად მომღერალი კი, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მუსიკოსების რიცხვში შედის. ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა რადიოსადგურმა Smooth Radio ყოველწლიური ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის შედეგადაც შირანის ჰიტი „Perfect“, ყველა დროის საუკეთესო სიმღერად დასახელდა.
როგორც პორტალის რედაქტორები აღნიშნავენ, აქამდე მუსიკოსის შემოქმედება პირველ პოზიციაზე არასოდეს მოხვედრილა. ამ ფაქტის გამო, შირანმა მსმენელს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოხარულია, რომ მისი მონდომება, სასიყვარულო ბალადის დაწერასთან დაკავშირებით დაფასდა და ასეთ პრესტიჟულ გამოკითხვაში მოწინავე პოზიცია დაიმსახურა.
სულ ხმის მისაცემად 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. მეორე ადგილზე ჯორჯ მაიკლის „Careless Whisper“ და „Different Corner“ მოხვდა, სამეულს კი უიტნი ჰიუსტონის უკვდავი ჰიტი „I Will Always Love You“ ხურავს.