LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიურპრიზი თაყვანისმცემლებს – ედ შირანი ახალ ალბომს აანონსებს (ფოტო)

166
ed-sheeran-number-6-collaboration-album

ედ შირანმა ყველასთვის მოულოდნელად ახალი მინი ალბომის გამოსვლის შესახებ განაცხადა. No. 6 Collaborations Project – ასე ჰქვია დისკს, რომელიც დღის სინათლეს 12 ივლისს იხილავს.

გაირკვა, რომ ინგლისელი შემსრულებლის მომავალ ფირფიტაში 15 კოლაბორაცია შევა, საიდანაც უკვე ცნობილია დუეტი I Don’t Care ჯასტინ ბიბერთან.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 24 მაისს დღის სინათლეს Cross Me იხილავს, რომელზეც ”გრემის” ოთხგზის მფლობელმა მუსიკოსმა Chance the Rapper-თან და PnB Rock-თან იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ვარსკვლავს სხვა ის არტისტები, რომელთანაც მან კრებულის ჩაწერისას ითანამშრომლა არ დაუსახელებია, თუმცა თაყვანისმცემლებს ინტერესი სინგლების სახელების გამხელით გაუღვივა.

ცნობისთვის, No. 6 Collaborations Project No. 5 Collaborations Project-ის გაგრძელებაა, რომელიც 2011 წლით თარიღდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები