ედ შირანმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენა. აღმოჩნდა, რომ ინგლისელი შემსრულებელი ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო.
ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, 28 წლის ვარსკვლავი გამოტყდა, რომ კლასელები მას წითურობისა და სათვალის ტარების გამო დასცინოდნენ.
ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი მუსიკოსის თქმით, სწორედ რთულმა ბავშვობამ უბიძგა მას მიეღწია იმისთვის, რითაც ახლა ნამდვილად დაიკვეხნის. არტისტის განმარტებით, თავდაჯერებულობა მუსიკამ შემატა.
შეგახასენებთ, რომ ედ შირანი დღეს თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად ითვლება. მის ანგარიშზე ისეთი პრესტიჟული პრემიებია, როგორებიცაა: ,,გრემი” და Brit Award.