ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა სიმღერაზე „Castle on the Hill“ კლიპი წარმოადგინა. თრექი შირანის მესამე ალბომის წამყვანი სინგლია და მან დიდი ბრიტანეთის მეორე პოზიციამდე ასვლა შეძლო.
დისკი სახელწოდებით „Divide” გაყიდვაში 3 მარტს გამოვა და მისი ერთ-ერთი პროდიუსერი თავად შირანია.
ცოტა ხნის წინ ალბომის მხარდასაჭერად სინგლი „Shape of You“ გამოვიდა, რომელმაც სიმღერების ბრიტანული რეიტინგი დაიპყრო.