LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანმა კონცერტები ტრავმის გამო გადადო

54

ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა კონცერტების სერია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმის გამო გადადო. შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს შირანს, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა, მანქანამ დაარტყა. მიღებულ დაზიანებებს შორის იყო მოტეხილი ხელიც.

26 წლის მუსიკოსი იძულებულია გადადოს ხუთი კონცერტი, რომელიც მას 22 ოქტომბრიდან აზიაში უნდა დაეწყო.

შირანის თქმით, მისი გამოსვლები იმის მიხედვით განახლდება თუ როგორ ჩაივლის გამოჯანმრთელების პროცესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები