LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედი მერფის მეცხრე შვილი შეეძინა

257

ცნობილი მსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი და მომღერალი ედი მერფი და მისი მეგობარი ქალი – პეიჯ ბატჩერი მშობლები გახდნენ. ბავშვი ავსტრალიელი მოდელისთვის პირველია, მერფისთვის კი – მეცხრე.

წყვილს გოგო შეეძინა და მას იზი უნა დაარქვეს. ბავშვი გუშინ დილით ლოს-ანჯელესში გაჩნდა, წონა 3.600 კგ-ა.

„დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ,“ – განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალ People-ს.

55 წლის ედის უკვე ჰყავს 26 წლის ერიკ მერფი, 25 წლის კრისტიან მერფი, 25 წლის ბრია მერგი, 22 წლის მაილს მიტჩელი, 21 წლის შეინ ოდრა, 15 წლის ზოლა ივი, 13 წლის ბელა ზაქრა, 9 წლის ენჯელ აირის მერფი-ბრაუნი, ახლა კი უკვე – იზი უნა მერფიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები