LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედი რედმეინისა და მისი ორსულ მეუღლის რომანტიული ფოტოები (ფოტო)

119

ოსკაროსანი მსახიობი, ედი რედმეინი ლოს-ანჯელესის ქუჩებში მაშინ გადაიღეს, როცა მსახიობი ორსულ ცოლთან ერთად სეირნობდა. რედმეინი და მისი მეუღლე ჰანა დიდხანს არჩევდნენ სამოსს მაღაზიებში, ისინი ხელგადახვეულები დადიოდნენ ქუჩებში და არ მალავდნენ საკუთარ გრძნობებს ფოტოგრაფებთან. მოგვიანებით წყვილმა ერთ-ერთ რესტორანში ისადილა.

მეუღლეებმა ქუჩაში სასეირნოდ თავისუფალი სტილის სამოსი შეარჩიეს. ედი რედმეინს ჯინსის შარვალი და ლურჯი ფერის ბლუზი ეცვა. ასევე ჯინსებსა და ნაქსოვ მოსასხამში იყო გამოწყობილი მსახიობის ორსული მეუღლე. ესაა პირველი შემთხვევა, როცა დაჯილდოების სეზონის დასრულების შემდეგ, მსახიობმა მეუღლესთან ერთად საშოპინგოდ მოიცალა.რაც ეხება ახალ ფილმს რედმეინის მონაწილეობით, კინოსურათი Fantastic Beasts and Where to Find Them 2016 წელს გამოვა ეკრანებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g