შესაძლოა ლეონარდო დიკაპრიო კიდევ ერთხელ დარჩეს ოსკარისა და BAFTA-ს გარეშე. ამ დასკვნას კინოკრიტიკოსები მას შემდეგ აკეთებენ, რაც ბრიტანული კინოაკადემიის ნომინანტთა შორთ-ლისტი გახდა ცნობილი. ფილმებს შორის კი, „ქეროლი“ და „ჯაშუშური ხიდი“ სახელდება.
ნომინანტები BAFTA-ს წამყვანებმა, სტივენ ფრაიმ და გუგუ ემბატ-რომ დაასახელეს. გამარჯვებულთა ვინაობა 14 თებერვალს გახდება ცნობილი. გასულ წელს ედი რედმეინმა ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზი უკვე მიიღო, მამაკაცის როლის სუკეთესოდ შესრულებისთვის, ფილმში „სტივენ ჰოკინგის სამყარო“, ასევე გახდა ბრიტანელ კინოაკადემიკოსთა რჩეულიც. ამჯერად ის წარდგენილია გახმაურებული ფილმიდან „დანიელი გოგონა“.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე BAFTA-ს მთავარი პრიზი ზედიზედ მხოლოდ ერთმა მსახიობმა მიიღო. ესაა კოლინ ფერტი ფილმებში „მარტოხელა მამაკაცი“ და „მეფე საუბრობს“. ლეონარდო დიკაპრიოს გარდა, ედი რედმეინის კონკურენტები BAFTA-ზე არიან მეთ დეიმონი, ბრაიან კრენსტონი და მაიკლ ფასბენდერი. ლეო სამჯერ გახლდათ ნომინირებული, თუმცა არ გაუმარჯვია. სპეციალისტები ედი რედმეინზე აკეთებენ მთავარ ფსონს, ასევე ქალთა შორის ლიდერობს „დანიელი გოგონას“ მსახიობი ალისია ვიკანდერი. მასთან ერთად წარდგენილნი არიან ქეით ბლანშეტი, მეგი სმიტი, ბრი ლარსონი და სირშა რონანი. BAFTA-ს მიღების დიდი შანსი აქვს ქეით ბლანშეტსაც.