საფრანგეთში კანის 78-ე კინოფესტივალი გრძელდება. ამჯერად მაყურებელმა რებეკა ზლოტოვსკის ფილმი „პირადი ცხოვრება”იხილა. ფილმის საპრემიერო ჩვენებაზე, წითელ ხალიჩაზე გამოვიდნენ ედრიან ბროუდი შეყვარებულთან, ჯორჯიანასთან ერთად, სკარლეტ იოჰანსონი, ჯოდი ფოსტერი და სხვა ვარსკვლავები. ჯორჯიანა ჩეპმანი, რომელიც თავადაც ტანსაცმლის დიზაინერია, ბრწყინავდა მარჯნისფერ ულამაზეს კაბაში.
კაბა დამზადებულია თხელ, ჰაეროვან ტიულის ქსოვილიდან და მთლიანად მორთულია ფენებად გადაშლილი ფენებით, რაც მოძრაობისას დამატებით ეფექტს აძლევს და ქმნის მოცულობითი ყვავილების მსგავს ვიზუალს. კაბის ქვედა ნაწილი კასკადურად ეშვება იატაკამდე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კაბის თეატრალურ ხასიათს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კაბის თეატრალურ ხასიათს. ეს ლუქი ცალსახად გამოირჩევა როგორც ფერით, ისე ტექსტურით.
A$AP Rocky კანის კინოფესტივალზე ორსულ რიანასთან ერთად მივიდა




