LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეძებენ კონკრეტულ აბს… გამოძიება რაღაც ვერსიას ალაგებს – ადვოკატი ბაქრაძის საქმეზე

91
ვახო და მეგი

მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება რაღაც ვერსიას ალაგებს მეგი ბაქრაძის საქმეზე, რაღაც ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უნდა იპოვოს და ამ ვერსიით გამოიძიოს საქმე, – ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა „მთავართან“ ისაუბრა.

ადვოკატის თქმით, გამოძიება სხვადასხვა აფთიაქებში რაღაც კონკრეტულ წამალს ეძებს და მის საპოვნელად, აფთიაქებიდან გაყიდვების სიებია ამოღებული.

როგორც ადვოკატი ამბობს, საქმის მასალებში მედიკამენტზე საუბარი არაა, გამოძიებამ კი შესაძლოა, რამდენიმე ექიმზე ან ექთანზე “გადატეხოს ჯოხი” და სისტემური დანაშაული საერთოდ არ გამოიკვეთოს.

„კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ გამოძიება იძიებს არა იმას, მეგის რამე წამალი ჰქონდა თუ არა მიღებული, რაღაც კონკრეტულ წამალს იძიებენ და ეძებენ სხვადასხვა აფთიაქებში.

ამოღებული აქვთ აფთიაქებიდან გაყიდვების სია, რა მედიკამენტები გაიყიდა წინა დღეებში, რადგან ეძებენ რაღაც კონკრეტულ აბს და არ ვიცით, რა აბს ეძებენ. ფიქრობენ, რომ ამას შესაძლოა, რაღაც უკუეფექტი ჰქონდა”. – განაცხადა ვახო ბარამაშვილმა.

შეგახსენებეთ, 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა “იმედში” 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.

პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამავე თემაზე:

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმს და ერთ ექთანს ბრალი წარუდგინა

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი მედდა უკვე გარდაცვლილი იყო, სიცრუეა: ლევან რატიანი

“კლინიკა “იმედის” სამედიცინო პერსონალი საუბრობს ვაქცინაციის შემდგომ დახმარების დაგვიანებაზე და იმაზე, რომ პრაქტიკულად, გარდაცვლილი წაიყვანეს თბილისში” – მეგი ბაქრაძის ადვოკატი

მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, გთხოვთ, ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი განიხილოთ: ანტონ ობოლაშვილი დეპუტატებს მიმართავს