LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი ბაქრაძის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ კლინიკამ დოკუმენტაცია გააყალბა

83
მეგი ბაქრაძე

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრები და ადვოკატები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნების და სამედიცინო ისტორიის სრულყოფილ მონაცემებს ელოდებიან.

მეგი ბაქრაძის ოჯახი მიიჩნევს, რომ დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით საეჭვო კითხვებს ბადებს.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ექთნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ჭიანურდება.

“სამედიცინო დოკუმენტაციაში არის გაყალბებული დროები, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს არის თავად კლინიკა “იმედის” გაყალბებული სამედიცინო დოკუმენტაცია,” – აცხადებს უფლებადამცველი ნინო ამაღლობელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები