LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეძებს თუ არა შორენა ბეგაშვილი ფინანსურად ძლიერ მამაკაცს

90

შორენა ბეგაშვილმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგი სახის განცხადება განათავსა:

„ოშმ მიზნით, ვეძებ სიმპათიურ, ფეხზე წამომდგარ მამაკაცს, სასურველია, პირველივე პაემანზე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. დაბალი, ჩამოუყალიბებელი და ფინანსურად არასტაბილური ნუ გამომეხმაურება. პატარა ხელფასი ჩემიც მეყოფა... მე, ჩემი მხრივ, ვუპასუხებ უანგარო სიყვარულით…“

მის სტატუსს იუნა შაფათავაც გამოეხმაურა და შორენას სთხოვა, თუკი ასეთ ადამიანს იპოვნის, ჰკითხოს, ძმაკაცი თუ ჰყავს მისთვის. სტეფანე მღებრიშვილი ამ განცხადებას ტაშით შეხვდა.

თუმცა, გაირკვა, რომ შორენა იმ დროს, როდესაც მის გვერდზე ეს სტატუსი განათავსა, „იღბლიანი ბორბლის“ გადაღება ჰქონდა. როგორც „რუსთავი 2“-ის თანამშრომელმა, სალომე ლილუაშვილმა დაწერა, როგორც ჩანს, ლამაზმანის ტელეფონი ვიღაცამ ჩაიგდო ხელში და ეს სტატუსი დაწერა. ჯერჯერობით თავად შორენას ეს ამბავი არ დაუდასტურებია.

unnamed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები