LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია: „53 წლის გავხდი, ძალიან ხშირად მეუბნებიან, არ გეტყობაო და მეც ვიცი, რომ ასეა… იმდენი რამ გადამხდა, რომ თავი იმაზე ხნიერი მგონია, ვიდრე ვარ…“

286
ეკა ბესელია

ეკა ბესელია საკუთარი დაბადების დღისადმი დამოკიდებულებების შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

ეკა ბესელია: 6 ნოემბერს დავიბადე. მე ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ეს ჩემი დღეა და არ შეიძლება, ისე გავატარო, როგორც ერთი ჩვეულებრივი დღე. მიმაჩნია, რომ საკუთარი დაბადების დღე რაღაც დეტალით შენ უნდა აქციო განსაკუთრებულად. რაღაც შენ თავად უნდა შექმნა და მოიფიქრო, რითაც მას სხვა დღეებისგან გამოარჩევ. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს. რადგან უფალმა ამ დღეს ინება ჩემი მოვლინება ამქვეყნად, ესე იგი, ჩემთვის ეს დღე გამოარჩია და ამიტომ სულ ვცდილობ, ყოველ 6 ნოემბერს რაღაც გამორჩეული გავაკეთო. თუ შემიძლია, რომ რამე ახალი დავიწყო, ვცდილობ, დავიწყო. მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რადგან ამ დღეს ყოველთვის რაღაც ახალს ველოდები. ვცდილობ, მთელი წლის შემაჯამებელ და შემდეგი წლისთვის შესანიშნავ დასაწყისად ვაქციო.

– ზოგი ქალი ასაკს არ ასახელებს, როგორც მივხვდი, თქვენ არ ერიდებით.

– არა. ბევრი მწერს სოციალურ ქსელში სხვადასხვა კითხვით, ასაკს მეკითხებიან და იქვე დაამატებენ ხოლმე, საჯარო პირი ხარ და გუგლშიც შემიძლია, ვნახო შენი ბიოგრაფიაო. ასე რომ, რამდენიც არ უნდა ვმალო ჩემი ასაკი, ეს საჯარო ინფორმაციაა (იცინის). გარდა ამისა, ვიცი, რომ ასაკით პატარა არ ვარ, ისიც ვიცი, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები. 53 წლის გავხდი, ძალიან ხშირად მეუბნებიან, არ გეტყობაო და მეც ვიცი, რომ ასეა.

ბაირონისა არ იყოს, იმდენი რამ გადამხდა, რომ თავი იმაზე ხნიერი მგონია, ვიდრე ვარ. მგონია, რომ უკვე რამდენიმე ცხოვრება გავიარე. რამდენჯერმე მქონდა უკიდურესი კათარზისი. ზღვარზე ვყოფილვარ, ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, შევეხე. მქონდა ასეთი მომენტები, ამიტომ ახლა ასაკი ჩემთვის უფრო ციფრები და დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g