იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს.
როგორც ბესელიამ განაცხადა, მან შეაჩერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის განხილვა.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი სამართლიანად, პროცედურის და კანონის დაცვით უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს საკუთარი პოზიცია.
