LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კახიანმა და ნინი ბადურაშვილმა ბოტანიკურ ბაღში ხე დარგეს – დედა-შვილის ფოტოსესია დედის დღესთან დაკავშირებით

114
ეკა და ნინი

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი გვიზიარებს დედა-შვილის, ეკა კახიანისა და ნინი ბადურაშვილის ფოტოსესიას, რომელიც დედის დღესთან დაკავშირებით გაკეთდა.

„დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ტრადიციულად ახორციელებს კამპანიას “მოდი ბაღში დედასთან ერთად”, რომელიც წლების განმავლობაში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს

წელს ვუმასპინძლეთ ყველასათვის საყვარელ დედა-შვილს – ეკა კახიანს და ნინი ბადურაშვილს

ჩვენმა სტუმრებმა დაათვალიერეს ბაღის ღირსშესანიშნაობები, უნიკალური მცენარეები და დარგეს ხე, რომელიც აუცილებლად ბედნიერების მომტანი გახდება.

დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალისა და არსებული რისკების გათვალისწინებით, ვიზიტორთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს და ხვალ ბაღი დაკეტილია, რის გამოც დედის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული გამოფენა ვერ გაიმართება

მიუხედავად ამისა, ამჯერად მხოლოდ სოციალურ ქსელში გიზიარებთ კამპანიის ფარგლებში გადაღებულ ულამაზეს და თბილ ფოტოებს.

გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ სითბოთი, ზრუნვითა და მადლიერებით სავსე დღეებს!..

ფოტოს ავტორი: ცოტნე წერეთელი“, ნათქვამია ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g