LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვალიაშვილი: „შოუბიზნესიც გაყოფილია, ყველაფერი პოლიტიკაშია გადაზელილი“

197
ეკა კვალიაშვილი

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემას – „თავისუფალ სივრცეს“ სტუმრობდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეკა კვალიაშვილმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

ეკა კვალიაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის მადლობელი ვარ, ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდი… ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ამ ხაზით „ქართულ ოცნებას“ ყველაფერში ვეთანხმები“

ამასთან, მომღერალმა შოუბიზნესზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ყველაფერი პოლიტიკაშია გადაზელილი“.

„მე არ მიყვარს ადამიანები, სადაც თბილა იქით რომ წავლენ, არ მომწონს ეს პოზიცია. მე ვარ პირდაპირი ადამიანი, ვარ ქართლელი ვერძი და, აქედან გამომდინარე, ყოველთვის მიყვარს სიმართლე.

მე ვთქვი, რომ ჩემი კოლეგები არ არიან-მეთქი და კიდევ გავიმეორებ, უკან არ მიმაქვს ჩემი სიტყვები. მაშინ დავამატე, რომ ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი შოუბიზნესი ანუ ეს შოუბიზნესიც გაყოფილია. ყველაფერი პოლიტიკაშია გადაზელილი…“ – თქვა ეკა კვალიაშვილმა.

„თუ კი მე დღეს ჯანმრთელობა შერყეული მაქვს, თუ კი მე დღეს აბსოლუტურად უბინაოდ ვარ, თუ კი მე დღეს ძალიან ბევრი გასაჭირი მადგას – ეს არის წინა ხელისუფლების დამსახურება“ – ეკა კვალიაშვილი

„ჩვენს წრეებში ვერასდროს ხდებოდა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება წლების განმავლობაში“ „მე ვთქვი, რომ ჩემი კოლეგები არ არიან მეთქი და კიდევ გავიმეორებ, უკან არ მიმაქვს ჩემი სიტყვები. ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი შოუბიზნესი ანუ ეს შოუბიზნესიც გაყოფილია. ყველაფერი პოლიტიკაშია გადაზელილი…“ მუსიკოსი, ეკა კვალიაშვილი

Posted by ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე on ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g