LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა სეფაშვილი: ევროსაბჭოს ასამბლეაზე სათანადოდ წარმოვადგენთ საქართველოს პოზიციას – ვმსჯელობთ დემოკრატიის განვითარების საკითხებზე

126
ეკა სეფაშვილი

„სხვადასხვა თემატურ საკითხზე, იქნება ეს კომიტეტებისა, თუ, ზოგადად, სესიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხმა და პოზიცია სათანადოდ არის წარმოდგენილი და მხარდაჭერილი ჩვენ მიერ“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს“ – „ხალხის ძალა“

როგორც მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და დელეგაციის წევრები ძალისხმევას არ დაიშურებენ საქართველოს პოზიციის სწორად წარმოსაჩენად:

„ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთობლივად ვმსჯელობთ დემოკრატიის შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების საკითხებზე.

საქართველო, რა თქმა უნდა, უნდა იყოს და არის კიდეც სათანადო დონეზე წარმოდგენილი და სხვადასხვა თემატურ საკითხზე, იქნება ეს კომიტეტებისა, თუ, ზოგადად, სესიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხმა და პოზიცია სათანადოდ არის წარმოდგენილი და მხარდაჭერილი ჩვენ მიერ.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ხუნდაძე: საგარეო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში გასეირნებად მონათლეს.. ტაილანდის სამეფოში უმაღლესი დონის შეხვედრები გვქონდა

magti 5g