LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ვეფხვაძე: “უხერხულია 20 ლარზე იმ ადამიანების წუწუნი, ვისაც არც სამსახური დაუკარგავს და მანამდეც არ იკლებდა პარიზსა და იტალიაში მოგზაურობას…”

1678
eka-vefxvadze-news

“რუსთავი 2”-ის პროდიუსერი, ჟურნალისტი ეკა ვეფხვაძე სოციალურ ქსელში წერს საქართველოს მთავრობის ინიციატივის შემდეგ გამოხმაურებებზე, რომლებიც, მისი მოსაზრებით, არ არის ადეკვატური იმ ადამიანებისგან, ვისაც გადასახადების გადახდა არ უჭირს…

შეგახსენებთ, რომ კონკრეტული აბონენტების კომუნალურ გადასახადებს შემდეგი სამი თვე საქართველოს ხელისუფლება დაფარავს… როგორც ყველა ინიციატივაში, საზოგადოების ნაწილმა აქაც მოძებნა უარყოფითი მხარეები.

“ძალიან უხერხულია 20 ლარზე იმ ადამიანებისგან ტირილი და მოთქმა, ვისაც სამსახური შერჩა და აქამდეც არ იკლებდნენ პარიზსა და იტალიაში მოგზაურობას… აი, ძალიან უხერხული! რასაც ახლა ჩემს ნიუსფიდში ვაწყდები, არ მინდა დავიჯერო…

ყოველდღე მეფიქრება ის ხალხი, ვინც უმუშევარი დარჩა და არც მომავლის პერსპექტივა ჩანს ჯერ… მადლობა ღმერთს, მე ეს პრობლემა, ამ ეტაპზე, არ მაქვს და მადლობა ჩემს კომპანიას, ხელმძღვანელობას, რომ ჯერჯერობით, ახერხებს, უმუშევართა არმიას არ შეგვმატოს! ამიტომ, არ მსურს, ამ შეღავათით ვისარგებლო და თუ მისი დაბრუნების შესაძლებლობა იქნება, სხვას მოახმარონ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები