LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძე, კელი დეგნანი და თამარ გაბუნია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში pfizer-ით იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ

56
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და შტატების ელჩი საქართველოში ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში pfizer-ით იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.

ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“მთლიანად საქართველოში არის საკმაოდ რთული ვითარება ეპიდვითარების კუთხით და მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცნობს ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მოსახლეობას” – ეკატერინე ტიკარაძე

კელი დეგნანმა კი, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად.

“პროცესი აღნიშნულ ადგილას ძალიან ორგანიზებულია და მე ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია მოსული, რათა გაიკეთოს აცრა. ეს არის საჩუქარი ამერიკელი ხალხისგან საქართველოსთვის”  – აღნიშნა ელჩმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები