“ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, რა თქმა უნდა, ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში. არავითარი დაპირისპირება ეკა ტიკარაძესა და მთავრობის წევრებს შორის არ არის. ნუ შევქმნით მედია აჟიოტაჟს, იქ, სადაც არანაირი საფუძველი არ არის.” – ასე მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა ჟურნალისტებს და მოუწოდა, რომ იყვნენ უფრო მეტად პროფესიონალები და ობიექტურები.
მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ის განახლებულ გუნდს კონსტიტუციის შესაბამის ვადებში წარადგენს.