LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას: მიხეილ სარჯველაძე

132
მიხეილ-სარჯველაძე

„ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას“, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ეკატერინე ტიკარაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თანამდებობის დატოვების შესახებ.

მიხეილ სარჯველაძე არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა

„ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობდი. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის განმარტებას და გადაწყვეტილებას. ეკატერინე ტიკარაძე დარჩება, რა თქმა უნდა, იმ გუნდის წევრად, რომელიც რეალურად გააგრძელებს ამავე მიმართულებებით საქმიანობასა და მუშაობას.

ეს ახალი ამბავია ჩემთვის, არ იყო ნამდვილად მოსალოდნელი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ ვფლობ ინფორმაციას, რომ შემცვლელზე ან ახალ კანდიდატურაზე იყოს საუბარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამავე თემაზე:

მან შეუერთა თავისი ხმა ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებს – მადლობა ტიკარაძეს, რომ შეინარჩუნა ადამიანობა: მიხეილ სააკაშვილი

ტიკარაძისთვის ამ კრიტიკულ პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა სიმშვიდის მომტანი არ იქნებოდა: ეკა ბესელია

მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად – იღლიცინეთ ახლა და ამით იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი: ნიკა გვარამია

გულით ვულოცავ მას, ბოროტების დაჯგუფების დატოვებას – ბიძინას უთხრა ღარიბასგან მივდივარ, შენგან არაო: ნანუკა ჟორჟოლიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g