LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად – იღლიცინეთ ახლა და ამით იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი: ნიკა გვარამია

450
ნიკა-გვარამია

ეკატერინე ტიკარაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მინისტრი ტიკარაძე სწორად გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა

მისივე განმარტებით, „ადამიანები, რომლებიც ახლა ტიკარაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე „ღლიცინებენ“, ღარიბაშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს“.

„ამის გამო არც მადლობას იმსახურებს და არც შექებას. მაგრამ ფაქტის აღიარებას, რომ სწორად მოიქცა – იმსახურებს.

ხოდა, ეგ რომ არ შეგვიძლია და ახლა დავღლიცინობთ უაზროდ, იმიტომაც არ არსებობს ამ ქვეყანაში გადადგომის ტრადიცია და იმიტომაც გონია ყველას მაღალი თანამდებობიდან წასვლა თუ გათავისუფლება, ქვეყნის დასასრული, სირცხვილი, სასჯელი, დაქცევა და უბედურება.

იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის – იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი.

где логика? где разум?

ps ოღონდ, ახალ წელს თუ ტიკარაძე იქნა ჯანდაცვის მინისტრი და ღარიბაშვილი რობოტი პეპერის გზას გაუყენა, არ გამიკვირდება“, – წერს ნიკა გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები