ეკატერინე ტიკარაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „ივანიშვილმა ტიკარაძეს თავის საქმეზე შექმნილი ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა არ აპატია“.
სააკაშილი წერს, რომ „ეკატერინე ტიკარაძემ თავისი ხმა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მსურველებს შეუერთა“. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის, რომ „ამ რთულ სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა“.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა
„კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს [ბიძინა] ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საქმეზე. ის რომ მან უარი თქვა, რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა.
მან შეუერთა თავისი ხმა ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებს. კოვიდპასპორტები იყო ბოლო წვეთი. ახლაც კარგად აჩვენებს ყველაფერს, როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს, რომ ამ რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა“, – წერს სააკაშვილი.