ეკატერინე ტიკარაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „გულით ულოცავს ტიკარაძეს, ბოროტების დაჯგუფების დატოვებას“.
„გაუმარჯოს ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას და გულით ვულოცავ მას, ბოროტების დაჯგუფების დატოვებას.
ნუ, პარტიაში დარჩენა გასაგებია. ბიძინას უთხრა ღარიბასგან მივდივარ, შენგან არაო:)“, – წერს ჟორჟოლიანი.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა