LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესია მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას ელოდება – მეუფე შიო

126

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოს გაცხადებით, ეკლესია საქართველოს პარლამენტს მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ველოდებით, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება. ეკლესია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს,“ – განაცხადა მეუფე შიომ.

პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდოს.

mazda magti 5g