LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეკლესია მზად არის კორონავირუსით ინფიცირებულები აზიაროს” – მამა შალვა კეკელია (ვიდეო)

1351
1111

“ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ზიარება არის რომელიმე სენის გადამდები, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის ზიარება”,- ამის შესახებ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზი შალვა კეკელიამ საკუთარ “ფეისბუქზე” გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

“ზიარებაზე დიდი საიდუმლო დედამიწაზე არ არსებობს. ზიარება ტარდება იმისთვის, რომ ადამიანი თანაზიარი იყოს ქრისტეს სისხლსა და ხორცთან. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლებელია ეპიდემია ზიარების საშუალებით გადაედოთ, რაც წარმოუდგენელია. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ქრისტე არის დაავადების წყარო,” – აცხადებს მამა შალვა.

მისი თქმით, ეკლესია ყოველთვის იცავდა სისუფთავის ნორმებს და მოუწოდებდა კიდეც, რომ ადამიანი ღვთისმსახურებაზე მოწესრიგებულად მისულიყო. მამა შალვამ ასევე აღნიშნა, რომ ეკლესია მზად არის კორონავისურით ინფიცირებული ადამიანები აზიაროს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 24-ე პირი 19 წლის ბიჭია

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 24 შეთხვევა არის დადასტურებული.

„ჩვენ, ეკლესია მზად ვართ, რომ ადამიანებთან, რომლებიც ამ სენით არიან დაავადებული, მივიდეთ იქ, სადაც არიან და ვაზიაროთ, ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, ეკლესია მზად არის ამ ადამიანებთან მივიდეს და მათ დაეხმაროს – ქრისტეს სისხლი და ხორცი მიაწოდოს”, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.

სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სტუქტურებს რეკომენდაცია ეძლევა დისტანციური მუშაობაზე გადავიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g