LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: ვმსჯელობთ, თუ რა პირობით შევძლოთ და სახმელეთო საზღვრებიც გავხსნათ

79
150923980-3781417725281192-5065505378252337285-o

პირველ რიგში, რაც ლარის კურსს შემდგომ რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის ამოქმედება ქვეყანაში დამატებით ვალუტას შემოიტანს.

„თქვენ იცი, რომ ჩვენ ძირითადი შეზღუდვები პრაქტიკულად მოვხსენით, რათა ტურიზმი აღდგეს, მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც მესამე ტალღასთან დაკავშირებული გართულებების პრევენცია იქნება. ტურიზმი ქვეყანაში დამატებით სავალუტო შემონატანს შემოიტანს. ჩვენ ახლა ვმსჯელობთ, თუ რა პირობით შევძლოთ და სახმელეთო საზღვრებიც გავხსნათ. ესეც იქნება კარგი შემომატება ჩვენს საფინანსო ბაზარზე. ზოგადად, თუნდაც ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარებაც მნიშვნელოვანია, იმპორტი შემცირდეს, ვალუტა ქვეყნიდან არ გაედინებოდეს და ქვეყანაში რჩებოდეს. ეს არის ძირითადი ნაბიჯები“ – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ასევე ლარის კურსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია კარგი კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და ისინი ამას აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები