ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პროაქტიული გაყიდვებისა და ეკონომიკურ ბრუნვაში ეფექტურად ჩართვის მიზნით, დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტებს უახლოეს პერიოდში 100 ახალ საპრივატიზებო ქონებას შესთავაზებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შერჩეული ქონება განვითარების შესაძლო სფეროების მიხედვით იქნება საინტერესო და ამ მომენტისათვის მიმდინარეობს მუშაობა ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: დეველოპერული, ტურისტული, სასაწყობე-ლოჯისტიკური და სხვა.