LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკუ, მესმის შენთან, ჭიათურაში გადამეკეტა გზები და შემეფერხებინე, მაგრამ ჩვენს უბანში ამოდიხართ და გვაფერხებთ“ – როგორ პასუხობს სალომე გოგიაშვილი ეკა კვესიტაძეს, „სვეცკებზე“ დაწერილი პოსტის შემდეგ

433
ეკა კვესიტაძე, სალომე გოგიაშვილი

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ოპოზიციის გადაწყვეტილებას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დედაქალაქში ჩატარებულ საპროტესტო აქციებს, პერიოდულად არაერთი გამოხმაურებები აქვს ხოლმე სოციალურ ქსელში.

აზრთა სხვადასხვაობას ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხშირად კრიტიკული პოსტებით გამოხატავენ. ერთ-ერთი დიდი გამოხმაურება „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის პოსტს მოჰყვა:

„სამართლიანობისთვის ერთი რამეც უნდა აღვნიშნოთ – თუ ვინმე მართლა რამეს წარმოადგენს ამ ქალაქში – ე.წ სვეცკობა იქნება და ინტელექტუალური ელიტა, ამ

მიტინგებზე დგას და ეს ზარქუას დის თუ სალომე გოგიაშვილების იმედზე მყოფი და იკარუსებით გაღატაკებული ხალხის ჩამომყვანი ქოცები რამდენს ბედავენ. მართლა რამდენს ბედავენ „ამ ვიდით“ პ.ს. მე სვეცკი არ ვარ ხალხო, მე  მხოლოდ ერთი უბრალო, გლეხი  ჟურნალისტი ვარ!“, – დაწერა ეკა კვესიტაძემ.

აღნიშნულ პოსტს მოგვიანებით პირად ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურა თავად სალომე გოგიაშვილი:

„ეკუ, მესმის შენთან, ჭიათურაში გადამეკეტა გზები და შემეფერხებინე, მაგრამ ჩვენს უბანში ამოდიხართ და გვაფერხებთ ადგილობრივ მოსახლეობას და კიდევ ჩვენზე ხართ განაწყენებული? ნტტტ ეკუუუ, რა დღეში გაქვს ნერვები…“

ეკუ, მესმის შენთან, ჭიათურაში გადამეკეტა გზები და შემეფერხებინე,მაგრამ ჩვენს უბანში ამოდიხართ და გვაფერხებთ…

Posted by Salome Gogiashvili on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2024

სალომე გოგიაშვილის აღნიშნული პოსტის შემდეგ კი, ეკა კვესიტაძემ მორიგი პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ „ვიღაცები უკონტექსტოდ დაათრევენ“ მის პოსტს:

„ვიღაცები უკონტექსტოდ დაათრევენ ჩემს ერთ პოსტს თურმე, სუნინიანები რომ ეძახეს ქოცების  წერა-კითხვის უცოდინარმა ტრო-ბოტებმა აქციაზე მდგომ ხალხს, იმაზე დავწერე. ამაზე სასაცილო მართლა არაფერი ვიცი. ისე ტონის შეგრძნება რომ ჰქონდეთ ადამიანებს, უკეთესი იქნებოდა და კიდევ წაკითხულის გააზრების – იმედია, დამლაიქებლებს მაინც აქვთ პ.ს. ისე მე  გლეხი ვარ  და სვეცკობის წევრი არასოდეს ვყოფილვარ, თან ეგ ჯგუფი არასოდეს მიზიდავდა, უფრო ინტელექტუალურ ელიტას ვეტმასნები“, – წერს ეკა კვესიტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g