LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელჩი როცა ამბობს, თითქოს „ფარას“ კანონი არ მოქმედებს „ენჯეოებზე“ ამერიკაში, არ არის სწორი, არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომ „ენჯეოები“ წერილით მიმართავენ კონგრესს“ – გურამ მაჭარაშვილი

140
Untitled design (2)

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის, რადგან ამერიკაში კანონი ლობისტ ორგანიზაციებს ეხება. დიპლომატის ამ განცხადებას, „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.

აშშ-ის ელჩი საქართველოში: „როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ“

აშშ-ის ელჩი: „საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია.. მტკიცედ მჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას შეძლებს“

გურამ მაჭარაშვილი რობინ დანიგანის განცხადებას არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ ამერიკაში მოქმედი „ფარას“ კანონი ეხება „ენჯეოებს“ და ეს მტკიცდება კონგრესისადმი მათი მიმართვით.

„დღეს აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თურმე იმის გამო არ უნდა იყოს მიღებული, რომ განსხვავდება ამერიკაში მოქმედი „ფარას“ კანონისგან, თურმე ამერიკაში მოქმედი „ფარას“ კანონი ეხება მხოლოდ ლობისტებს და არა – არასამთავრობო სექტორს, რაც არ არის სწორი.

მამუკა მდინარაძე: „მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!“

ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ში ათეულობით საერთაშორისო „ენჯეომ“ მისწერა კონგრესს წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ შეექმნებოდათ პრობლემა „ფარას“ კანონის მოქმედებასთან დაკავშირებით. თუ „ფარას“ კანონი არ მოქმედებს „ენჯეოებზე“, მაშინ ეს წერილი რატომ მისწერეს ამერიკაში მოქმედმა საერთაშორისო „ენჯეოებმა“ კონგრესს? ამერიკაში არ არიან იმ სახის „ენჯეოები“, როგორიც საქართველოში, რადგან ამერიკას ვინ გაუბედავს, უცხო ქვეყანამ რაღაც „ენჯეო“ ჩაუსვას და მერე ფულები რიცხოს ისე, რომ არ იცოდეს ამერიკამ, სხვა ქვეყნის ფული როგორ მოქმედებს მასთან. ამიტომ არ არის სწორი, როგორც ელჩი ამბობს, თითქოს „ფარას“ კანონი არ მოქმედებს „ენჯეოებზე“, რადგან ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, რომ საერთაშორისო „ენჯეოები“ წერილს სწერენ კონგრესს.

საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც ამერიკაში. „ფარას“ მიხედვით, ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება ეს კანონი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს, როცა ქართული არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება. მექნება კონსულტაციები კოლეგებთან და გამოვალ ინიციატივით, დავამატოთ ის მკაცრი მუხლებიც, რომლებიც მოქმედებს ამერიკაში, მერე ხომ ერთი ერთში დაემსგავსება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„შემიძლია „ლინკები“ გავუგზავნო პრემიერ-მინისტრს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები დებენ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას“ – სიმონიშვილი კობახიძის განცხადებაზე

პოპულალურები