LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელჩი საფრანგეთში: „ვისურვებდი, პრეზიდენტი მენახა ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი არ არის“

164
74ab1bbdb06edf0a2f8dc14bf5486679

საფრანგეთში საქართველოს ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნახვას ისურვებდა, თუმცა ეს მისი “გადასაწყვეტი არ არის”. ამის შესახებ მან ელჩების კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ინფორმაციას რადიო “თავისუფლება” ავრცელებს.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ყველას შედეგია.

„როგორც მოვისმინე, პრემიერ-მინისტრმაც ყველას გადაუხადა მადლობა, ვისაც ეკუთვნის. მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებული მიზანი მისულიყო ბოლომდე და, ვფიქრობ, ყველამ თავისი წილი შეიტანა, თავისი პოზიტიური როლი ითამაშა, რათა ჩვენი ქვეყნის ხმა მიეწვდინა [ბრიუსელამდე]“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ელჩების კონფერენციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს კონფერენციაზე მიწვევა არ მიუღია.

მიზეზი მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა. ილია დარჩიაშვილის თქმით, წელს კონფერენცია “იყო აწყობილი ლოგიკით”, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლების ორი შტო — მთავრობა და პარლამენტი მუშაობდნენ.

რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე – საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g