მალე „კავეა პლუსის“ ეთერში მაყურებელი ახალ სერიალს იხილავს.
„ვინ იცის მერი“ არის სერიალი ქალის შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს.
მთავარ როლს ფილმში ნატალია ჯუღელი ასრულებს, მსახიობი კინემატოგრაფთა ოჯახიდან. მისი ბაბუა ცნობილი რეჟისორი, ელდარ შენგელაიაა, ბებია კი – არიადნა შენგელაია.
ახლახან „კავეა პლუსმა“ ახალი ფოტოსესია გაგვიზიარა, სადაც ნატალია ჯუღელი ბაბუასთან, ელდარ შენგელაიასთან ერთად არის გადაღებული.