LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვებით შევძელით და ინფიცირების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ, შემდეგ ქვემოთ წამოვიყვანეთ: პრემიერი მოქალაქეებს მადლობას უხდის

81
FORTUNA.GE- (6)

“თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა და დღეში 1000-1500 ინფიცირებული გვყავს, მაშინ როდესაც 1 თვის წინ ეს რიცხვი 5 000-ს უახლოვდებოდა.” – ქვეყნის პირემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაითვალისწინებს რეკომენდაციებს და ატარებს პირბადეს, მით უფრო სწრაფად აღდგება ქვეყნის ეკონომიკა.

“ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს. მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად შევძელით და ინფიცირების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ ქვემოთ წამოვიყვანეთ. თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის. ამან შესაძლებლობა მოგვცა და დღეს გვყავს დღეში 1000-1500 ინფიცირებული, როდესაც 1 თვის წინ ეს რიცხვი 5 000-ს უახლოვდებოდა.” – განაცხადა გიორგი გახარიამ

მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების ურთიერთკავშირზე და ინვესტორებს შეახსენა, რომ ახალი ეპოქა იწყება და მნიშვნელოვანია ახალ სტანდარტებზე გადაწყობა:

“ყველას უნდა გვესმოდეს ის კავშირი, რომელიც მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორისაა. მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა მოვუწოდო, უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა. პოსტ-კოვიდური ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით ნივთის მიღება. ამიტომ როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა ყველაფერი უნდა გადავახალისოთ. თითოეული ჩვენგანის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.” – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g