ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ძილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არის ძილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი.
ელენე გიორგაძე: ძილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ შეინარჩუნოს ჩვენი ტვინის უჯრედები და ტვინის მუშაობა. თუ ნორმალურად არ ისვენებს ორგანიზმი, თუ გადაღლილია და დღე-ღამეში მინიმუმ 6 საათი არ სძინავს, ითვლება, რომ უფრო მეტი ტვინის უჯრედი იღუპება, ვიდრე საჭიროა, ამიტომაც ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.
კვლევა: ძილის ნაკლებობა ტვინს აზიანებს
როგორ გაუმკლავდა წონის მატების პრობლემას ნინა პერტენავა: „ძილი წონის კლებისთვის აუცილებელია…“