„ზეითუნის ზეთში პროდუქტის შეწვა არ არის რეკომენდებული, ერთსა და იმავე სიმინდის და მზესუმზირას ზეთში საკვების ორჯერ შეწვა არ შეიძლება, საშიშია!“– ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ენდოკრინოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ელენე გიორგაძემ განაცხადა.
სპეციალისტი ამბობს, რომ ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს 2000 კილო კალორია, აქედან კი 600 კალორია ცხიმი უნდა იყოს:
„ზეითუნის ზეთში პროდუქტის შეწვა არ არის სასარგებლო, რადგანაც აბსოლუტურად იცვლება მისი თვისება და სხვანაირად მოქმედებს ორგანიზმზე, იმ თვისებებს, რაც არის დადებითი, მაგალითად ანტიოქსიდანტი, ამას კარგავს.
თუ სახლში ყველაფერს ვწვავთ ზეთზე (სიმინდის და მზესუმზირას), ორგანიზმისთვის რა თქმა უნდა ჯობია ვიდრე კარაქზე და ერბოზე დამზადებული, მაგრამ უკვე მეორედ ამ ზეთის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ზეითუნის ზეთში საერთოდ არაფერი არ უნდა შევწვათ, რაც შეეხება სიმინდის და მზესუმზირას ზეთს მისი მეორედ გამოყენება პროდუქტის შეწვის შემდეგ არ შეიძლება.
ზეითუნის ზეთში პროდუქტის შეწვა არ არის რეკომენდებული, ერთსა და იმავე სიმინდის და მზესუმზირას ზეთში საკვების ორჯერ შეწვაც კი არ შეიძლება და საშიშია!“ – ამბობს სპეციალისტი.