LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: დღეს ყველას გვითხრა სტრასბურგმა, რომ 17 მაისს დაზარალებულები არ არიან დაუცველები…ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპემსაციას, ჩვენი ჯიბიდან

161
Untitled design - 2021-12-16T164609.943

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით   საქართველოს სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა ევალება კომენტარს აკეთებს და წერს, რომ უხარია, ამ თანხის გადახდა რომ საკუთარი ჯიბებიდან მოუწევს, ძალიან უხარია.

„თვალწინ მიდგას 17 მაისს ის სახეები, თვალები, მოძრაობები, როცა სასულიერო პირები, გავეშებული უმრავლესობა და სახელმწიფო ერთად დაესხა თავს ათეულობით ადამიანს. არავის არაფერს რომ არ უშავებ და მხოლოდ არსებობის გამო სასიკვდილოდ რომ გიმეტებენ.

მე თავისუფლებაზე ვიდექი და მახსოვს საკუთარი შიშიც როცა შავი აგრესიული ტალღა წამოვიდა.

იმ მომენტში ამ ხალხს უთხრეს, შენი არსებობა არ გვინდაო, მოგერევითო, გაგსრისავთო. და დღეს ყველას გვითხრა სტრასბურგმა, რომ არ არიან ისინი დაუცველები, სადღაც მაინც არსებობს რაღაც ინსტიტუტი, რომელიც არ დააჩაგრინებს.

ზოგი წერს, რა ცუდია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთო. ცუდი, რაც მოხდა ის არის, პლიუს დიახ ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხისმგებლობა იმ სიველურის გამო, რომელსაც ამ ქვეყნის უმრავლესობა ახორციელებდა და მერე 5 ივლისსაც გაიმეორეს, იმიტომ, რომ ერთხელ გაუვიდათ. სიმართლე ვთქვათ, დიდი წინააღმდეგობაც არ შეხვედრიათ.
ამიტომ დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპემსაციას, ჩვენი ჯიბიდან“. – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

სტრასბურგმა საქართველოს 17 მაისის საქმის დაზარალებულებისთვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები