LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია იმ შეცდომების შესახებ, რომლებიც გამოძიებამ ხორავას ქუჩის საქმეზე დაუშვა

85

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საგამოძიებო კომისიის წევრი, ელენე ხოშტარია დღევანდელი სხდომის, მხოლოდ ნახევარი დღის, შემაჯამებელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე პუნქტად არის ჩამოთვლილი, ის შეცდომები, რომლებიც, მისი აზრით, გამოძიების მსვლელობისას დაუშვეს.

„ჯერ მხოლოდ ნახევარდღიანი დაკითხვიდან კომისიაზე აღმოჩნდა:

  1. არ დალუქეს და არ შეინარჩუნეს დანაშაულის უშუალო ადგილი ფარდული – აღარ გვჭირდებოდაო. კითხვაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის იყო თუ არა საჭირო, პასუხი არ ჰქონდათ.
  2. კამერები ამოიღეს 6 დღეში – ანუ ცხელ კვალზე, როდესაც შეიძლებოდა ბევრი რამის დადგენა და მათ შორის ტყუილი ჩვენებების ნაწილის მაინც გაბათილება, არ ამოიღეს. პასუხის მცდელობა – რა ვიცოდით, იქ რა იყოო და არ ამოვიღეთო.
  3. თვითმხილველები არ დაკითხეს, მათ შორის ისეთები, ვინც პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა, რომ უყურებდა ჩხუბს. ისეთი აბსურდი თქვეს, როცა ცოლ-ქმარი უყურებდა, ცოლი ხომ დავკითხეთო.
  4. ამოცნობები არ გაუკეთებიათ მოწმეებთან, ვინც აღწერდა გარეგნობას ან იცნობდა იქ ხალხს.
  5. კალანდია, რომელიც თავისივე ჩვენებით და ბრალდების ვერსიითაც მუშტებს ურტყამდა სარალიძეს ფარდულში, როდესაც ხედავდა, რომ გ.ჯ. დანას ურტყამდა, დამნაშავე არ არისო.
  6. ეზო, სადაც გაირეცხა დანა და იწმინდებოდა სისხლიანი ტანსაცმელი, საუბრობდნენ დანაშაულზე არც ერთი მეზობელი არ არის დაკითხული.
  7. გ.მ- ს დაჭრის ფაქტზე (ესეც მოხდა ფარდულში), გამოძიება არ უწარმოებიათ“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g