LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია კოვიდსტატისტიკაზე: ეს ჩამოშლაა, ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვათ ყანწებით და მოგვეშვება

295
ელენე

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები არ იკლებს. ბოლო 24 საათში 80 ადამიანი გარდაიცვალა.

„დროას“ ლოდერი ელენე ხოშტარია კორონავირუსის შემთხვევების მატებას ეხმაურება.

„მერამდენე დღე თუ კვირა თუ თვეა, რაც 50-80 ადამიანი მიდის კორონას გამო. არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა. ეს ნორმააო გვეუბნებიან. ნორმაა, რომ ვერ ავცერით, არც მოგვიკლავს ამისთვის თავიო.

წარმოუდგენელი გულგრილობა და ჩამოშლაა ეს.

ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვათ ყანწებით და მოგვეშვება“. – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები