LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია მოქალაქეებს 9 აპრილს, პარლამენტთან შეკრებას სთავაზობს – “ჩავიხედოთ გულში და ვთქვათ, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ თავისუფლება დავიცვათ?

75
BeFunky-collage (9)

„გვაქვს ისტორიული ამოცანა, გადავდოთ ერთი წუთით ხელოვნური გამყოფი ხაზები, რომლებიც კრემლმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაგვიწესა, პარტიები, დაპირისპირებები, რაღაც სახელები, რადგან 9 აპრილის იდეის გარშემო ერთად ვართ”, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პარტია, ბიზნესმენი თუ სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენელი ერთად უნდა დადგეს.

“ყველა ვართ ერთნი. ერთიანობაშია ჩვენი ძალა, ამიტომ, გთხოვთ ყველას – არავინ ჩათვალოს, რომ „დროა“ ან ელენე ხოშტარია ვინმეს ეძახის, უბრალოდ გთავაზობთ, ჩავიხედოთ გულში და ვთქვათ, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ თავისუფლება დავიცვათ? 9 აპრილს ეს ვთქვათ ყველამ ერთად.

გთავაზობთ, 9 აპრილს, 18:00 საათზე შევიკრიბოთ პარლამენტთან და დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების განაცხადი, რომ ბოროტების წინააღმდეგ, სინათლის მხარეს ერთიანად, ძლიერად ვდგავართ და საქართველო საფლავში არ ჩაჰყვება საბჭოთა კავშირს, რომელიც ვერ აღდგება და რომელიც დღეს მარცხდება უკრაინაში, მათ შორის ჩვენი სამხედროების მონაწილეობით.

ყველა პარტიასთან მაქვს საუბარი ამაზე, ყველა ბიზნესმენს, სამოქალაქო ჯგუფს და განსხვავებული აზრის მოქალაქეებს მივმართავ – გადავდოთ წვრილმანები და დავდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ საქართველო არის თავისუფალი, მშვიდობიანი, ერთიანი და ღირსეული ქვეყანა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, „9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოიტანა მსხვერპლი და ეს არის დღე, რომელმაც მოიტანა დამოუკიდებლობა და თავისუფლება”. “დროას” ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს თაობა, რომელიც არ აპირებს, ვინმეს თავისუფლება დაუთმოს.

“არასდროს ეს იდეები – ხელოვნური გამყოფი ხაზები, არ ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღესაა. ბოროტების იმპერიამ გადაწყვიტა წაგვართვას ის, რაც მოვიპოვეთ და შევქმენით. 9 აპრილის შემდეგ ჩვენ არაერთი უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ, როდესაც კრემლი აქ შექმნილი აგენტებისა და ჯგუფების მეშვეობით ებრძოდა ჩვენს ერთიანობას, თავისუფლებას, მშვიდობას. მიუხედავად ამისა, გვიჩიჩინებენ, რომ ვართ განსხვავებულები, გვაქვს ბევრი საჩხუბარი, ვართ სუსტები, სინამდვილეში, ჩვენი ისტორია სავსეა ღირსებით და თავისუფლების მოფრთხილებით. ჩვენ გვყავს დევნილები, რომელსაც დღეს უყურებთ ბუჩადან, მარიუპოლიდან და ბევრი სხვა ქალაქიდან, რომელიც რუსულ იმპერიას ეწირება. გვყავს ის თაობა, რომელიც უკვე დაიბადა თავისუფალ საქართველოში და არ აპირებს ვინმეს დაუთმოს საკუთარი თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g