მიხეილ სააკაშვილი ხაშლამას და მწვადს რომ არ ჭამს, გასაგებია, 40-დღიანი პატიმრობის განმავლობაში ის იკვებებოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტისგან განსხვავებით ელენე ხოშტარია შიმშილობს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს.
„ახლა, ელენე ხოშტარია არის პარლამენტში და რეალურად შიმშილობს, სააკაშვილისგან განსხვავებით. ამიტომ, ზღვარი ამ ორ რამეს შორის უნდა გაივლოს. მათ უნდათ სააკაშვილის ციხიდან გაყვანა. ახლა ამბობს, რომ შიმშილობის შემდეგ დასჭირდება სერიოზული მკურნალობა და ამიტომ უნდა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რა სერიოზული მკურნალობა სჭირდება შიმშილობის მერე? – აქედან გამომდინარე, გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის საბაბი“, – განაცხადა კობახიძემ.
