LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროენერგიის ექსპორტიდან საქართველოს შემოსავალი 337%-ით გაიზარდა – რომელ ქვეყანაში გადის 93%-ი

87
ელექტროენერგია

ელექტროენერგიის ექსპორტით საქართველოს შემოსავალი 337%-ით გაიზარდა. 7 თვის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის რეალიზაციიდან ქვეყანამ 64.78 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14.8 მილიონი იყო. შედეგად, ელექტროენერგია საექსპორტო კალათის ათეულში მე-7 ადგილზეა.

ექსპორტის 93% თურქეთზე მოდის. კერძოდ, თურქეთში 630 992 000 კვტსთ ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, 7 თვის საშუალო ფასი 1 კვტ.სთ-ზე 9.5 ცენტი იყო.

“სახელმწიფო ელექტროსისტემის” მონაცემებით, იანვარ-ივლისში თურქეთში საქართველოს გავლით, ტრანზიტით, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ექსპორტირებულია 1 მილიარდ 41 მლნ კვტსთ ელექტროენერგია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g