LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროსაყინულეში გადასვენებული ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა

959

ადამიანი,  რომელსაც გარდაცვალება დაუდგინდა და ელექტროსაყინულეში გადაასვენეს, სინამდვილეში, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ინფორმაციას პორტალი kutaisitoday ავრცელებს.

შემთხვევა ქუთაისში 2 დღის წინ მოხდა. ოჯახში გამოძახებულმა სამედიცინო ბრიგადამ მოქალაქეს გარდაცვალება დაუდგინა. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი  ელექტროსაყინულეში გაადასვენეს, ხოლო ოჯახის წევრმა შეამჩნია, რომ  საყინულე დაიორთქლა, მისი გახსნის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ელექტროსაყინულეში ჩასვენებული ადამიანი ცოცხალი იყო.

ადგილზე კიდევ ერთი ბრიგადა გამოიძახეს,  მათ ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანი ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ განყოფილებაში გადაიყვანეს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს, თუმცა, საბოლოოდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g