LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

558
თიბისი

2 აგვისტოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საეკლესიო და სახალხო დღესასწაული ელიაობა და დედოფლისწყაროობა ერთად აღინიშნება. 

სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბურად ჩაივლის და 2024 წლის შემდეგ უკვე მეორედ, მასში მონაწილეობას თიბისიც მიიღებს.

დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. თიბისი საკუთარი სივრცით იქნება წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს სხვადასხვა სახის გასართობი და თიბისის ბრენდირებული საჩუქრები დახვდებათ.

სახალხო დღესასწაული უკვე მეთორმეტე წელია ტარდება, რომლის ფარგლებშიც, ტრადიციულად ასახელებენ საპატიო დედოფლისწყაროელებს, იმართება საზეიმო კონცერტი და სხვადასხვა სახის აქტივობა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g