LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ელიავას ბაზრობა სავაჭრო ზონაა და მოხდება მისი მოწესრიგება” – კახი კალაძე

1213
36638798-10208999232816918-5132850239320883200-n

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “ელიავას ბაზრობის” საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემის გადაჭრას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მოუგვარებელი იყო, მერია მუშაობას ყველა დეტალის გათვალისწინებით ცდილობს. კახი კალაძის განმარტებით, ბაზრობის “უსისტემო” განვითარებით წარმოქმნილი პრობლემები არსებობს, მერიამ კი სერიოზული სამუშაოები განახორციელა. შეხვედრები შედგა მეპატრონეებთან და განიხილეს ბაზრობის გადატანის საკითხი.

კახი კალაძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობას უკვე დამტკიცებული გენგეგმის ფარგლებში მინიჭებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი, შესაბამისად მოხდება ტერიტორიის მოწესრიგება.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ელიავას ბაზრობა იმ ადგილას, სადაც დღესაა განთავსებული – მაია ბითაძე

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ ფორმით დარჩენა, როგორც ეს დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია და მეორე, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდეს არსებული მდგომარეობის გამოსწორება. სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მიუღებელია. ეს არის აქტიური ეკონომიკური ზონა და მნიშვნელოვანია როგორც მოვაჭრისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. ჩვენ შარშან დავამტკიცეთ გენგეგმა, სადაც ამ ზონას შენარჩუნებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი. ჩვენ გვინდა, რომ გენგემის ფარგლებში მოხდეს არსებული სიტუაციის გაჯანსაღება. განაშენიანების რეგულირების გეგმაში, რომელიც უნდა გააკეთოს დედაქალაქის ურბანულმა სამსახურმა, დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციული სივრცეები და სავაჭრო სივრცეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“დაიბარეთ კომპანია დღესვე, სამუშაოები განახორციელოს თავიდან” – კახი კალაძეს გულზე შემოეყარა

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ მოხდება აღნიშნული ტერიტორიის გაჯანსაღება.

„რომ არ იყოს სპეკულირება და არ გამოიყენონ ვიღაცებმა ბოროტად, ვიტყვი, რომ ჩვენ ხელს არ ვუშლით იქ დასაქმებულ რამდენიმე ათას ადამიანს. თუმცა ამ ფორმით გაგრძელება შეუძლებელია. შესაბამისად დამტკიცების შემდეგ მოხდება ტერიტორიის გაჯანსაღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები